

Über mich
ხვიჩა ჩადუნელი, მმართველი დირექტორი
ხვიჩა ჩადუნელი საქართველოში 1994 წელს დაიბადა და 2017 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. ჯერ კიდევ ბავშვობაში მისი დიდი ოცნება იყო გერმანული ენის შესწავლა.
სკოლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად დედაქალაქ თბილისში გადავიდა და იქ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა დაიწყო. აღნიშნულმა ფაკულტეტმა მას იმდენად დააინტერესა და მოტივაცია გაუჩინა, რომ ოთხი წლის შემდეგ მან ბაკალავრის ხარისხი უმაღლესი ქულებით დაასრულა. იურიდიულზე სწავლის პერიოდში მან გაიარა ორი სტაჟირება, ერთხელ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, შემდეგ კი თბილისის ადმინისტრაციის (თბილისის ერია) იურიდიულ განყოფილებაში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადვოკატის პროფესია უკვე ღია იყო მისთვის, არასოდეს დავიწყებია გერმანული ენის შესწავლის მიზანი. იგი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და დიდი შრომის შედეგად, სამი წლის განმავლობაში ისწავლა ენა C1 დონეზე. 2020 წელს, პირადი მიზეზების გამო, საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ჰამბურგში, სადაც ხვიჩა ჩადუნელი პროფესიულად დაკავდა ფირმა Kobrock Steuerberatung-ში საგადასახადო სამართლის მიმართულებით. მას შემდეგ რაც მისი ქართული ხარისხი ოფიციალურად აღიარდა, მან მუშაობა განაგრძო იგივე ფირმაში როგორც ასისტენტის სამართლის ბაკალავრის ხარისხით. ის ამ პოზიციაზე მუშაობს MASH Steuerberatungsgesellschaft mbH-ში 2023 წლიდან.
ჰამბურგში ცხოვრების მიუხედავად, მისი ურთიერთობა საქართველოსთან ძალიან მჭიდრო რჩება ოჯახის, მეგობრებისა და თბილისში არსებული საკუთარი ქონების მეშვეობით.
degeo Invest GmbH-ის დაარსებით შეძლო შეეკრე წრე, რომელსაც საფუძვლად უდევს თავისი გამოცდილება, გერმანული საგადასახადო სამართლი, საქართველოში წარმატებით დასრულებული ურიდიული ფაკულტეტი და მშობლიურ ქვეყანაში არსებული კონტაქტები.

